უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2025 12:49
font-size

4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის, მჯერა, მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი დედაქალაქის უკეთეს მომავალს - კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა.

კალაძემ შეახსენა თანამოქალაქეებს, რომ ოთხ ოქტომბერს ქვეყნის და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ დღეს, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელის მხარდაჭერა.

„მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!

ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფები, მდებარეობს თბილისის ისტორიული პარკში, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უძველეს და მნიშვნელოვან რეკრეაციული სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც სულ ახლახან დავასრულეთ და დღეს ასე ლამაზად გამოიყურება. ასე გამოიყურება ზრუნვა, პატივისცემა და რაც მთავარია, სიყვარული თბილისისა და თბილისელების მიმართ.

სიყვარულია ის, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, რამაც შექმნა გასაოცარი თბილისური ისტორიები, სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსის, კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრების მაგალითები უჩვენა მსოფლიოს, თბილისური ურთიერთობები ტრადიციად აქცია, შესაძლებელი გახადა, თბილისის ქუჩებში ისტორია მომავალს შეხვდეს, საუკუნეებგამოვლილ ქალაქს მარად ახალგაზრდული სული შთაბერა. მაგრამ სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ისტორიები არ არის – ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება; ეს არის განახლებული გამზირები და ქუჩები, გაცოცხლებული ისტორიული უბნები, ახალი პარკები, რეაბილიტირებული ბაღები და სკვერები, თანამედროვე ბაგა-ბაღები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ათწლეულობით დაგროვებულ პრობლემებზე თვალის გასწორება და მათთან შეჭიდება; ეს არის სიხარული, რომელიც მოაქვს საკუთარი თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, კონკრეტული ოჯახების გაბედნიერებას; ეს არის ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა, უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვა…

დიახ, სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი.

ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის. როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა. თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებული პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში – გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო. მჯერა, 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი