პოლიტიკა
32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში შეხვედრები გამართა
ქართულ-ავღანური სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხეობის გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა 32-ე ბატალონის მეთაურს გამგეობაში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სტუმრობა ქარა ბაღის რაიონში განსაკუთრებული ნაბიჯია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის.
გამგეობაში შეხვედრის შემდეგ, ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარა ბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.
ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა, შერ შოჰ ორიახილმა ქართულ ქვედანაყოფს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემის ნიშნად, ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარა ბაღის რაიონს ეწვია. შეხვედრებზე ქართველ სამხედროებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაბა საიდი იმყოფებოდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


