პოლიტიკა
31 ივლისს საქართველოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა
31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგფი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
,,მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა შეხვედრა მაიკ პენსთან და ამ შეხვედრის დროს ბატონი ვიცე-პრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


