უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2025 12:14
font-size

300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს - თენგიზ შარმანაშვილი

დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები იკრიბებოდნენ, სავალ ნაწილებს კეტავდნენ და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც.

„კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მოქალაქეთა გადაადგილების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაფრთხილება როგორც არის საჭირო, ასევე ტროტუარზე გადაადგილების შეფერხების დროსაც ხელისუფლება უნდა გააფრთხილო. ნებართვა კი არ მოსთხოვო, უბრალოდ გააფრთხილო. ეს ბოლომდე რეგულირებული არ იყო. ბოროტად გამოყენება და სხვისი უფლებების შეზღუდვა ხდება, როცა საჭიროება არ არის, მაგრამ ხელოვნურად დადიხარ, ვიწრო ქუჩებს კეტავ, მოსახლეობას აფერხებ, არაფერში გჭირდება ეს, არც აქცია მოითხოვს, არც ხალხის რაოდენობა. ამის რეგულაცია ხდება და არა აკრძალვა.

დედამიწაზე არც ერთი ქვეყანა არ აიტანს, რომ მცირე ჯგუფები იკრიბებოდნენ, სავალ ნაწილებს კეტავდნენ და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ არსებობს. ყოველდღიურად რომ იკრიბებიან, ეს არ არის მასობრივი შეკრება, მცირე ჯგუფის შეკრებაა. რამდენი მცირე ჯგუფს ცუდ ხასიათზე გაიღვიძება, მოქალაქეებს სავალ ნაწილზე გადაადგილება უნდა შეუზღუდონ? ასეთი რაღაცეები დედამიწაზე არსად ხდება.

შენი მოქმედების თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება. გამოხატვის თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს, მაგალითად, ვინაიდან თენგიზ შარმანაშვილს ასე მიმაჩნია, წავიდე და რუსთაველი გადავკეტო, ან თოკი გავაბა და მოქალაქეები არ გავატარო. გამოხატვის თავისუფლება არის, როდესაც შენ კანონის ფარგლებში შეგიძლია მოსაზრება გამოხატო. ამაში არავინ უნდა შეგზღუდოს და ეს არასდროს არ მომხდარა. ქვეყანაში რეალურად 300 კაცის პროტესტი არსებობს, რომლებიც თავის მოქმედებებს მთელ საქართველოს ახვევენ თავს და აფერხებენ მოქალაქეთა გადაადგილებას, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. 300 კაცის პროტესტმა პირადად მე კი არ შემაწუხა, 300 კაცი არ არის უფლებამოსილი, მთელი ქვეყანა თვისი დღის წესრიგით ატრიალოს და სხვათა უფლებები თავის ჭკუაზე შელახოს. ისინი თუ მოიპოვებენ მხარდაჭერას, შეიკრიბება ის რაოდენობა, რომ აუცილებელი იქნება გზების გადაკეტვა, ამას პოლიცია ხელ შეწყობს. ხელოვნურად გადაკეტვას თუ დაიწყებენ და სხვათა უფლებებს შეზღუდავენ იმის გამო, რომ მათ იმ წუთში ასე მიაჩნიათ, არად თუ დაგიდევენ სხვათა უფლებებს გადაადგილების თავისუფლების თაობაზე, მაშინ ამის შესახებ გააფრთხილებენ, მისცემენ გონივრულ ვადას. წინააღმდეგობას თუ გაუწევენ და მაინც გააგრძელებენ დესტრუქციულ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, კანონით, კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი