პოლიტიკა
3 მილიარდ ლარზე მეტი თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, გაფლანგულია - ირაკლი აბესაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში 5 წლის განმავლობაში 3 მილიარდ ლარზე მეტი გაიფლანგა.
„დღევანდელმა მოსმენამ კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა, რომ გასული 5 წელი და თითქმის 3 მილიარდ ლარზე მეტი თავდაცვის სფეროში ფაქტობრივად, გაფლანგულია“, - თქვა აბესაძემ.
დეპუტატის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიდგომები იყო მცდარი.
„გეგმებზე საუბრისას ძნელია, დაიჯერო სამომავლოდ სწორი ნაბიჯების შესახებ იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებს დღეს ფაქტობრივად, არ აღიარებს, მხოლოდ გაკვრით საუბრობს და გვესაუბრება ნათელ მომავალზე. დღეს მინისტრს შევთავაზეთ კონკრეტული წინადადება, თუ როგორ შეიძლება დღეს არსებული რეალურად ადამიანების იძულებითი წაყვანა სამხედრო სამსახურში ვაქციოთ ნებაყოფლობითად, გავაჩინოთ სტიმული იმისთვის, რომ ახალგაზრდებს უხაროდეთ და სურვილი ჰქონდეთ სამხედრო-სავლდებულო სამსახურის გავლის და შემდეგ აგრძელებდნენ ყოფნას ქვეყნის სამხედრო სამსახურში. ამ ორივე მიმართულებით აქამდე თავდაცვის სამინისტროს მიდგომები შეიძლება შევაფასოთ მცდარად, რა იქნება მომავალში ვნახოთ, თუმცა ნაკლები იმედი გვაქვს სწორი ნაბიჯების იგივე პოლიტიკური გუნდისგან", - განაცხადა აბესაძემ.
დღეს ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტზე წარადგინა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


