უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ოქტომბერი, 2018 17:40
font-size

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიესალმნენ.

დოკუმენზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. დოკუმენტზე ხელმომწერი პირები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა მედიისა და საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ ეთიკის პრინციპებზე შეთანხმების დოკუმენტი. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი და მათი წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. დოკუმენტს უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და ველოდებით ყველა კანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ასევე არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთ საზოგადოების ინტერესების დაცვა ძალადობაზე უარის თქმა, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივისცემა, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა შესაძლებლობა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა, რომელიც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს და ორიენტირებული იქნება წინასაარჩევნოდ უფრო მეტად არსებითი საკითხების შესახებ დისკუსიასა და ობიექტურ დებატებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად. პოლიტიკური კულტურის ცვლილება საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები ან საარჩევნო კოდექსი. დემოკრატია საბოლოო ჯამში გულისხმობს სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპს ამა თუ იმ იდეისა თუ პოლიტიკური პროგრამის შესახებ; სწორედ ამიტომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში; მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად ყველა კანდიდატმა მოაწერა დოკუმენტს ხელი“, განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

შეთანხმების პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი