სამართალი
26 წლის მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციამ ცხელ კვალზე 39 წლის პირი დააკავა
თელავში 26 წლის მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციამ 1979 წელს დაბადებული გ. ა. ცხელ კვალზე დააკავა.
შსს-ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა. დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულ-მკერდის არეში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


