სამართალი
26 მაისის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიკითხა
2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში "დემოკრატიული მოძრაობის'' პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე მოწმის სახით დაიკითხა, რომელიც აღნიშნული მოვლენების დროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
როგორც 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 მაისს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შალვა ობგაიძეს, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ლორთქიფანიძემ კი, როგორც თავად ამბობს, აქციის მონაწილეებთან ერთად, მისი აქციიდან გამოყვანა და სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში გადაყვანა მოახერხა.
,,ის დრამატული მოვლენები, რასაც 26 მაისს ჰქონდა ადგილი, შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


