სამართალი
25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა. ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-მ თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
25 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო ნასამართლევი. 2015 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. 2 წლის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელი გაუნახევრდა და ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. ამის შესახებ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


