პოლიტიკა
25 თებერვალი რუსული ოკუპაციის სიმბოლოა, ხვალ ყველა რუსთაველზე უნდა ვიდგეთ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქართველ საზოგადოებას მიმართავს - სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებული ვიდეოთი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 104 წლის გასვლის შემდეგაც ქართველი ერი, რომელსაც თავისუფალი საქართველოს ბედი ადარდებს, ქუჩაში უნდა გამოვიდეს და კვლავ უარი უნდა უთხრას რუსულ მმართველობას.
„ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში. ეს დღე გახდა ერთგვარი სიმბოლო რუსული ოკუპაციისა. ამიტომ, ხვალ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ - არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი. მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ, 9 საათზე," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


