პოლიტიკა
23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქართველოს სარჩელის განხილვა გაიმართება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე დიდი პალატის მოსმენა 23 მაისს გაიმართება.
„რუსეთ-საქართველოს დავაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. უკვე გავრცელდა პირველი არხითა და სხვა მედიასაშუალებებით, სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ იქნება ზეპირი განხილვა ერთ-ერთი დავის. ეს არის ე.წ. მეორე სახელმწიფოთაშორისი დავა. აუცილებელი იქნება, რომ ქართული საზოგადოების ყურადღება მედიამ ამ დავაზე სათანადოდ მიაპყროს", - გამოეხმაურა დაგეგმილ სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა სარჩელი, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსი სამხედროების მონაწილეობით, მათი მხარდამჭერი ან სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ჩადენილ ქმედებებს. სარჩელი ეხება სიცოცხლის უფლების დარღვევების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასჯელის გამოყენებას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


