პოლიტიკა
22-24 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განისაზღვრა
პარლამენტის ბიუროს სხდომამ 22-24 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრა. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების რიგითობა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.
„მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა კომპანია „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის დაბარებაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფრაქცია პოლიტიკური დისკუსიის ფორმატში, დიდი ხანია იწვევს მინისტრს, თუმცა იგი პარლამენტში მისვლაზე უარს აცხადებს. მისი განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრის მოსაზრებების გაცნობა მით უფრო საინტერესოა, როცა იგი გაზის ტარიფის სავარაუდო გაზრდაზე განცხადებას აკეთებს. გიორგი წერეთელმა საპარლამენტო უმრავლესობას მინისტრის პარლამენტში მოწვევის და დისკუსიის გამართვის თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.
ბიუროს წამყვანის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დადგენილების ან რეზოლუციის პროექტის საპარლამენტო ფორმატში განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს და დეპუტატებს დისკუსიის საშუალება ყოველთვის ეძლევათ, რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მოწვევას, ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსულტაციები უკვე გამართა აღნიშნულთან დაკავშირებით და მის შედეგებს ირაკლი კობახიძე მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ თავად გააცნობს საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


