სამართალი
21 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალს ლადო გრიგალაშვილს დღეს წაუყენებენ
წლის გოგოს მკვლელობისთვის ბრალს ლადო გრიგალაშვილს, დღეს, ოფიციალურად წაუყენებენ. გრიგალაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
ოფიციალური განცხადებით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი, თუმცა დეტალები ამ დრომდე უცნობია. კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა.
არსებობს ვერსია, რომ შყვარებულებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ქალს უკავშირდება, რომელიც ორი თვის წინ ავარიით დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ლადო გრიგალაშვილიც იმყოფებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, ლადო გრიგალაშვილმა მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა. ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამათალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, განხრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დაკაავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


