პოლიტიკა
21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან - შალვა პაპუაშვილი
21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ასე რომ, სწორედ ეს აფერა ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა. მე სხვა დროსაც ვთქვი და გავიმეორებ – ე.წ. ენჯეო სისტემა, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ „ენჯეო“ სისტემა. ჩვეულებრივად, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ჩართული იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


