პოლიტიკა
21 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
21 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია მათ მიმართვაში.
,,ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს.
ქართველმა სამართალდამცავებმა მ.ე. ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს.
სამწუხაროდ, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე.
დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს (დღემდე 30 000 მოსწავლემ და სტუდენტმა დაამთავრა ეს სასწავლებლები, ბევრმა მათგანმა არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოუტანა საქართველოს წარმატება) მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით. მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
კავშირი საფარი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
კონსტიტუციის 42- ე მუხლი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


