უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2025 13:56
font-size

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება - ირაკლი კობახიძე

2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება, იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში, გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„ჩვენ მუდმივად ვითხოვთ კონსულტაციებს, დისკუსიებს ყველა თემასთან დაკავშირებით და ვითხოვთ იმას, რომ ფაქტებზე დაფუძნებით ვესაუბროთ ერთმანეთს. ამის სანაცვლოდ, ხშირად ვხედავთ ხოლმე საკმაოდ უხეშ განცხადებებს, ზოგად განცხადებებს ყოველგვარი კონკრეტიკის, ფაქტების გარეშე. როდესაც ჩვენ გამოვთქვამთ ხოლმე, იგივე უკმაყოფილებას სხვადასხვა განცხადებასთან, ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს განცხადებებს ყოველთვის ვაფუძნებთ ფაქტებზე. ეს არის ჯანსაღი, ევროპული მიდგომა. სამწუხაროდ, ამ ჩვენს ვეროპულ მიდგომას ხშირად პასუხობენ ხოლმე საბჭოური მიდგომით. ჩვენ გვეგონა, რომ 35 წლის წინ თავი დავაღწიეთ საბჭოურ მიდგომებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის კვლავაც ძალაში და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ხშრად ვხედავთ ხოლმე ასეთ მიდგომებს დასავლეთიდან. იმედია ეს შეიცვლება, ეს სჭირდება, პირველ რიგში, ევროპას, ქართულ-ევროპული ურთიერთობების გაჯანსაღებას. ჩვენ ამისთვის ვართ მხოლოდ და მხოლოდ მზად. ჩვენი მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც სავსებით შესაძლებელია, თუ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანი მიდგომა. 2030 წელს საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავვშირში გასაწევრიანებლად. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ეს აუცილებლად მოხდება. იმედი გვაქვს, რომ გაჯანსაღდება მიდგომები ევროკავშირში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გაჯანსაღდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი