უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 აპრილი, 2025 18:42
font-size

2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა 1 830 პირის მიმართ დაიწყო - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 830 პირის მიმართ.

აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 145 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7.9 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 720 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 216, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – ათი შემთხვევა.

2025 წლის თებერვალში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 324 შემთხვევა; მუქარა – 188 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 156 შემთხვევა; ძალადობა – 114 შემთხვევა; გაუპატიურება – ექვსი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 54 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 427 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 77 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – სამი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი