უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ოქტომბერი, 2025 16:30
font-size

2025 წლის ივნისიდან დღემდე, საწვავზე საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 15-20 თეთრით - კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ბენზინისა და დიზელის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ფასების როგორც შემცირება, ასევე ზრდა თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებთან და იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივ ღირებულებასთან – კომპანიების მარაგების და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.

2025 წლის იანვარში, საცალო ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავზე. ფასის ზრდამ მსხვილი კომპანიების შემთხვევაში 3-10 თეთრი, ხოლო მცირე ქსელების შემთხვევაში 10-20 თეთრი შეადგინა.

2025 წლის მარტის მეორე ნახევრიდან კი საცალო ფასები შემცირდა, საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების დონეზე, რეგულარის ტიპის საწვავის საცალო ფასი შემცირდა 26-28 თეთრით, პრემიუმის 17-26 თეთრით, ხოლო დიზელის 18-29 თეთრით. მცირე ქსელების შემთხვევაში, ამავე პერიოდში, ფასების ზრდა, ისევე როგორც შემცირება, მსხვილ კომპანიებთან შედარებით, განხორციელდა შედარებით მყისიერად.

სააგენტოს ცნობით, 2025 წლის ივნისიდან დღემდე, მსხვილი კომპანიების საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 15-20 თეთრით, ხოლო მცირე ქსელების შემთხვევაში ზრდა უფრო მეტი ოდენობით დაფიქსირდა დიზელის ტიპის საწვავზე – 25 თეთრამდე.

როგორც შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის პირველ ნახევარში, საწვავის საცალო ფასების შემცირება განპირობებული იყო ნედლი ნავთობის და შესაბამისად პლატსის დაბალი ფასით. კერძოდ, ნედლი ნავთობის ფასი 2025 წლის მაისის დასაწყისში შემცირდა 56 აშშ დოლარამდე, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნულის შემდეგ, ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებაც, რაც აისახა საცალო ფასზეც.

„მსხვილი კომპანიების მარაგები ლოგისტიკურ პროცესებთან ერთად, არის ის ფაქტორი, რაც განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების დაგვიანებულ ასახვას ფასების კლების და მათ შორის ზრდის შემთხვევაშიც. ასევე, მარაგები არის ფაქტორი, რის გამოც მცირე ქსელები უფრო მოქნილად რეაგირებენ ამგვარ ფაქტორებზე, როგორც ფასების ზრდის, ასევე შემცირების კუთხით. 2025 წელს, საავტომობილო საწვავის საცალო ფასების დინამიკა თანხვედრაშია ევროპული საწვავის მომწოდებელი ძირითადი ქვეყნების, რუმინეთის და ბულგარეთის საცალო ფასების დინამიკასთან, ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განგრძობად რეჟიმში აკვირდება კომპანიების მიერ ფაქტობრივად იმპორტირებულ საწვავსა და მის თვითღირებულებას.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი