უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 აგვისტო, 2025 11:48
font-size

2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია, გახსნის მაჩვენებელი გაზრდილი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 795 ფაქტით (-2,96%) არის შემცირებული.

ამასთან, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და 66,16%-ს შეადგენს.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში, ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. პოლიციის მხრიდან გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის 6 თვეში ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მათ შორის, შემცირებულია ბინის ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები.

2025 წელს, ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული (-80 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულები (-46 ფაქტი).

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 175 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. თუმცა, ამავდროულად, მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი