უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 დეკემბერი, 2025 11:57
font-size

2025 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, განხორციელდა ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია, 1600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა - მიხეილ სარჯველაძე

2025 წელი მართლაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელიწადი იყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, განხორციელდა ისეთი სერიოზული რეფორმა, როგორიც არის ფსიქოტროპული ნივთიერებების აბსოლუტურად ახლებური რეგლამენტაცია.

„რეფორმა უკავშირდება ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილებას, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა უკეთეს შესაძლებლობებს სამომავლოდ, რომ სრულიად ახლებურად გააზრება მოხდეს ფუნქციურად, თვისობრივად დარეგულირდეს ეს საკითხი და რეალურად მთელი ეს სექტორი ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს – მართლაც ზიანის შემცირებასა და რეალურ მკურნალობაზე იყოს ორიენტირებული. იყო ტრადიციულად და სტანდარტულად გამოწვევებით აღსავსე, თუმცა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზული წარმატებებიც. მაგალითად, ქვეყანა აღიარეს მალარიისგან თავისუფალ სახელმწიფოდ და არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ქართული ჯანდაცვის სისტემამ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სოციალური მიმართულებებით იყო ძალიან საინტერესო წელი.

„დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის სოციალური პროგრამების ეფექტიანობის ანალიტიკა, ამ ინსტრუმენტების დანერგვაზე იმუშავა სამინისტრომ და მომდევნო წელს გაცილებით მეტი იქნება შესაძლებლობები. იყო გამორჩეული მაგალითად, სოციალური მიმართულებით, პერსონალური ასისტენტის სერვისი დამკვიდრდა და 34 მუნიციპალიტეტში წარმატებული პილოტირება განხორციელდა. არაერთი მიმართულებით 42 ქვეკომპონენტიდან წელს რაც იყო დაგეგმილი, 17 შემთხვევაში გაზრდილი იყო ანაზღაურება, ამან უკეთესი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. საბედნიეროდ ეს ტრადიცია ნარჩუნდება და მომდევნო წელსაც გვაქვს ზრდა. ორივე მიმართულებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, ეს უპირველესად ხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროექტების მიმართულებით. საბედნიეროდ, ეს პრაქტიკა ნარჩუნდება და მომდევნო წელიც ამ თვალსაზრისით, იქნება უპრეცედენტოდ დიდი შესაძლებლობების წელიწადი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, დიდი მასშტაბი შეიძინა დევნილთა განსახლების პროგრამამ.

„1600 დევნილ ოჯახს სრულიად ახალი ბინები გადაეცა. პროგრამა გრძელდება და საზოგადოებამ იცის, რომ არაერთ ქალაქში პარალელურად ხორციელდება მასშტაბური პროექტები ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ეს რეალურად ნიშნავს დასტურს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სერიოზულად განწყობილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი