საზოგადოება
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, 2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ამასთან, 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდამ დაახლოებით 8.5%-ი შეადგინა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდაა ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზე, სადაც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს მარკეტინგული კამპანიების, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მხარდაჭერის მიმართულებით.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე, საიდანაც 2025 წელს ტურისტული ნაკადები 14 პროცენტით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი მატებაა ისრაელიდან, სადაც ზრდამ დაახლოებით 30 პროცენტი შეადგინა, ჩინეთიდან და სხვა მიზნობრივი ბაზრებიდან.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2026 წელს გაგრძელდება როგორც მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მონაწილეობას მიიღებს პოპულარულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით. „ჩვენ ველოდებით უფრო წარმატებულ შედეგებს 2026 წლისთვის, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და ეს ტენდენცია 2026 წელს და მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


