უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2025 14:52
font-size

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ პარლამენტში წარადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ეხება.

გიგა ფარულავამ ისაუბრა იმ თემებზე, რაც, მისი თქმით, კომისიის ფარგლებში უნდა იყოს გამოკვლევის საგანი.

„წარმოგიდგენთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზნად ისახავს: ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც სახელმწიფოს უმაღლესი დაცვითი ღირებულების ზედამხედველობის მიზნებს და შეკრება/მანიფესტაციის განხორციელების შეზღუდვის კანონიერების შესწავლის ამოცანებს. მეორე მხრივ, საქართველოში გამართული მასობრივი შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლის საკითხებს.

საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო „სტანდარტები“, რის შედეგადაც, შესაძლოა, ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ ეჭვის წარმოშობის საფუძველი გახდა საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეომასალები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ შეკრებების შეწყვეტის და გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობას, პროპორციულობას და ადეკვატურობას. ინფორმაციის თანახმად, გამოყენებული იქნა ქიმიური ნივთიერებები (ე.წ. ქიმიური აგენტები) და სხვა აქტიური სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებამ, ან/და არასწორმა და არაპროპორციულად გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის ხანგრძლივი გართულებები. აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, ასევე რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.

„პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის“ 31-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებითი ღონისძიების გამოყენების პრინციპებს, ადგენს პროპორციულობის და ძალის გამოყენების ინტენსივობის სტანდარტებს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე -3 პუნქტი კი ზუსტად და იმპერატიულად განსაზღვრავს აქტიური სპეციალური საშუალებების სახეებს, მათი გამოყენების მიზანშეწონილობას. აღნიშნული საკანონმდებლო დათქმები გათვალისწინებულია კანონში პრინციპების და დეტალურად აღწერილი სპეციალური საშუალებების სახეების მიხედვით, რადგან მათი გამოყენება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან. შესაბამისად, თუ ზემოაღნიშნული შეკრებების დროს ადგილი ჰქონდა დადგენილი სტანდარტებიდან მცირე გადახვევასაც კი, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ნიშნებს.

ამასთანავე, გამოკვლევის საგანი, სპეციალური საშუალებების გამოყენების მეთოდოლოგიის პარალელურად, უნდა შეეხოს თავად შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამდენად არსებობდა რეალური სამართლებრივი საფუძველი აქციების შესაწყვეტად და რამდენად შეესაბამებოდა კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს დაშლის ღონისძიებების დაწყების პროცედურა. გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იყო თუ არა დაცული კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია და ხომ არ ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი შეკრების ხელოვნურ, უკანონო შეწყვეტას, რაც წინ უსწრებდა ძალის გამოყენების ფაქტებს. შეკრებების/მანიფესტაციებისა და ძალის გამოყენების შემდგომ პერიოდში, საზოგადოებამ და დაზარალებულებმა ვერ მიიღეს ამომწურავი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მომხდარის თაობაზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა სრულყოფილი და გამჭვირვალე ანგარიშგება საზოგადოების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო დარღვევები შესაძლოა, ჩადენილია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მიერ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შიდა გამოძიება ან პროკურატურის მიერ წარმოებული მოქმედებები არ იყოს საკმარისად ეფექტური, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საწარმოებლად. სწორედ ამ საზოგადოებრივი აღქმების და ობიექტური რეალობით ნაკარნახევი დეფიციტის შევსებას ემსახურება საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ამოქმედება საგამოძიებო კომისიის სახით.

დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. კომისია განახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ეფექტიან საქმიანობას. აღნიშნულით, პარლამენტი იყენებს თავის უმთავრეს საკონტროლო ბერკეტს, რათა დაადგინოს, ხომ არ იქნა გადამეტებული თანამდებობის პირთა უფლებამოსილებები, დაცული იქნა თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერება და უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი რეაგირება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი მიადგა ადამიანის ჯანმრთელობას. პრობლემის სიმწვავე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ რეაგირებას“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი