უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2025 12:28
font-size

2024 წელს საქართველოში შობადობა თითქმის ორი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 14 415 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 237 ბავშვი.

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7 პროცენტიდან 35.9 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5 პროცენტიდან 29.0 პროცენტამდე.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 24.6 პროცენტიდან 23.2 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5 პროცენტი. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6.0 პროცენტიდან 7.3 პროცენტამდე გაიზარდა.

დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 2024 წელს 27 წლით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 12 492 ადამიანი, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 533.

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, რაც ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის, და ის 4 488 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი