პოლიტიკა
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს საქართველოს ზამთრის კურორტებზე - გიორგი კვირიკაშვილი
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი შეფასებით, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა.
,,ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირების ჩატარების მიმართულებით.
მინდა, განსაკუთრებულად აღნიშნო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის როლი ამ მიმართულებით. კონკრეტულად, ეს იყო ზურაბ კოსტავას და გიორგი რამიშვილის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მაშინვე გამოვეხმაურეთ. ჩვენ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. შედგა ჩემი ვიზიტი შვეიცარიაში, სენტ-მორიცში, სადაც ჯან ფრანკო კასპერთან ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე და დავაფიქსირეთ ჩვენი თხოვნა და მზაობა. შემდგომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად და ჩვენ დღეს გვაქვს ეს შედეგი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი ვალდებულებაც არის. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა მოვამზადოთ ამისთვის.
2023 წელი იქნება სტარტი იმისთვის, რომ ჩვენ ხორცი შევასხათ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას და ამბიციას, რასაც 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარება ჰქვია.
თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება უკვე ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციებს ბაკურიანში, გუდაურში და ზამთრის კურორტებზე, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა ჩემპიონატის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარება, მაგრამ ამავე დროს - პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


