პოლიტიკა
2020 წლისთვის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, 2020 წლისთვის პროპორცულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ჯერ მზად არ არიან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
„გულახდილად რომ გითხრათ, მე მომწონს პროპორციული სისტემა, ბევრ ჩემს კოლეგასაც. ოდესღაც საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა პარლამენტში შეიკრიბებიან პოლიტიკური გუნდები, სხვადახვა დოზით, სხვადასხვა რაოდენობით. მათ უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე , რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდება საქართველო. მაგრამ ახლა, 2020 წლისთვის დაპირისპირების ამ ხარისხის პირობებში, მე ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ“, -თქვა ვოლსკიმ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


