საზოგადოება
2020 წელს ამ ძალიან მტკივნეულ გამოწვევას ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ და დავამარცხებთ - პრემიერი აზიურ ფაროსანაზე
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი წელს მილიარდზე მეტი იქნება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას.
მისი თქმით, ძალიან ბევრი კრიტიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სექტორს არ აქვს მომავალი საქართველოში და ტყუილად ახდენს სახელმწიფო ინვესტირებას.
„მინდა, ყველას შეგახსენოთ, ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ეს ეხება ფაქტობრივად ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. წელს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მილიარდზე მეტი იქნება. ეს არის ყველაზე კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებისთვის, ვინც ამბობდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს. საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს მომავალი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენი პოლიტიკის განხორციელებაში ძალიან ეფექტიანები ვიქნებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი შეფასებით, წლევანდელი რთველი საუკეთესო და ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საუკეთესო წელი იყო ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც, მაგრამ არის მტკივნეული გამოწვევებიც.
„შარშან აზიურმა ფაროსანამ ძალიან დაგვაზარალა, თუმცა გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი დასკვნები და წელს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს. ვფიქრობ, 2020 წელს ამ ძალიან მტკივნეულ გამოწვევას ჩვენ საბოლოოდ დავძლევთ და დავამარცხებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სოფლების გაზმომარაგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად მოსახლეობის 80 პროცენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი.
„რამდენიმე კვირის წინ ზემო აჭარაში გავხსენი პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე ზემო აჭარის მოსახლეობასაც აქვს წვდომა ბუნებრივ აირზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზემო აჭარაში ბუნებრივი აირი გვექნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


