პოლიტიკა
2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი - დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაზე“
ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს ის საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს. ჭიჭინაძის შეფასებით, კობახიძეს „ვექტორები ერევა“ და იმ შემთხვევაში, თუ კობახიძე საპატრიარქოს საქმეებში აპირებს ჩარევას, სჯობს, „თმის ნაცვლად, წვერი მოუშვას“.
„კობახიძე, მე ვფიქრობ, საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად, თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს, თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს.
„მე ვფიქრობ, ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მას როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად, უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ.
„ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


