პოლიტიკა
2018 წლის თბილისობაზე დახარჯული თანხა მუნიციპალური თავშესაფრების წლიურ ბიუჯეტს უტოლდება - ფლანგვის დეტექტორი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი მონაცემებით, თბილისის მერიის მიერ წლევანდელ თბილისობაზე დახარჯული 1 230 000 ლარი სრულად ეყოფოდა ვაკისა და საბურთალოს რაიონში არსებული ყველა უფასო სასადილოს ბენეფიციართა გამოკვებას მთელი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისობაზე დახარჯული თანხა ასევე უტოლდება მუნიციპალური თავშესაფრების წლიურ ბიუჯეტს, ასევე უზურნველყოფდა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში სამჯერ მეტი ადამიანის მიღებას.
„ფლანგვის დეტექტორმა“ ასევე აღნიშნა, რომ ზეიმზე დახარჯული ფული უზრუნველყოფდა ქვეყნის ყველა მიუსაფარი ბავშვის ან თბილისის სოციალურად დაუცველ შშმ ბავშვთა დაფინანსების 40%-ით გაზრდას.
„ეს თანხები საკმარისი იქნებოდა, სრულად დაეფინანსებინა მთელი წლის განმავლობაში ვაკის ან საბურთალოს უფასო სასადილოები. ასევე, შეძლებდა სრულად დაეფინანსებინა თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები“, - განაცხადა "ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა, სალომე კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


