პოლიტიკა
2018 წლის ივლის-აგვისტოში პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 % „ევროპულ საქართველოზე“ მოდის - სახელწმიფო აუდიტის სამსახური
სახელწმიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ივლის-აგვისტოში პოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 % „ევროპულ საქართველოზე“ მოდის.
ყველა პოლიტიკური პარტიის ჯამური ფულადი შემოწირულობა 255 143 ლარს შეადგენს, აქედან 250 635 ლარი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის. ოპოზიციური პარტიის მსხვილ შემომწირველებს შორის არიან გიორგი გარსევანიშვილი – 20 ათასი ლარი, გიორგი ტყებუჩავა – 20 ათასი ლარი, თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი – 15 ათასი ლარი, თამარ ბაღაშვილი – 10 ათასი ლარი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი – 10 ათასი ლარი. სიაში რამდენიმე დეპუტატია, მათ შორის სერგო რატიანი – 5 ათასი ლარი, ზურაბ ჭიაბერაშვილი – 2 ათასი ლარი, გიორგი კანდელაკი – 5 ათასი ლარი, აკაკი ბობოხიძე – 7 600 ლარი, ირაკლი აბესაძე – 5 ათასი ლარი, ელენე ხოშტარია – 5 ათასი ლარი და ოთარ კახიძე – 4 ათასი ლარი.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ქართულმა ოცნებამ“ ივლის-აგვისტოში მხოლოდ 20 ლარის ფულადი საწევრო შენატანი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 2 ათასი ლარი (არაფულადი შემოწირულობა), „ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ - 88 ლარი (შემოწირულობა და საწევრო შენატანი), „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 400 ლარი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


