პოლიტიკა
2017 წელს ნატოს საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს - ჯეიმს აპატურაი
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, 2017 წელი ნატო-ში პრაქტიკული თანამშრომლობის წელია, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის 2018 წელია განსაზღვრული.
ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ წელს ღია კარის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს არც ერთ ქვეყანაზე არ მივიღებთ, ამიტომ, ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტი. პოლიტიკური განვითარებისთვის და გადაწყვეტილებისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2018 წლისთვის. 2017 პრაქტიკული თანამშრომლობის წელია. მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ მინი სამიტამდე მონტენეგრო ნატო-ს შემოუერთდება და ეს იქნება ღია კარის პოლიტიკის დასტური. ახლახან ნატოს სამიტზე მივიღეთ კონკრეტული ზომები და მათ იმპლემენტაციას უნდა მივყვეთ“,-აღნიშნა სპეციალურმა წარმოამდგენელმა.
საქართველოზე საუბრისას ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ „საქართველოს მიმართ ნატოს ყურადღება არასდროს შესუსტებულა, საქართველოს აქვს ასპირანტ სახელმწიფოებს და პარტნიორ ქვეყნებს შორის ალიანსის მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც კონკრეტული ღონისძიებებით და მათ შორის არსებითი პაკეტით გამოიხატება. ნატო- რუსეთის საბჭოზეც განიხილეს და გენერალური მდივანი ყველა დონეზე შეხვედრის დროს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე მუდმივად საუბრობს“.
მისი თქმით, 2017 წელს ნატოს საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.
„რამდენიმე დღეში ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხდება. განიხილავენ წლიურ ეროვნულ პროგრამას. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდება ნატოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ჩამოვა. მოხარული ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველო მაისში უმასპინძლებს. ჩატარდება ელჩების დონეზე შეხვედრები, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ასევე, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული წვრთნები“,-აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


