პოლიტიკა
2017 წელს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არ მიუმართავს - რადიო თავისუფლება
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2017 წელს ქართული მხარისგან მას არ მიუღია მოთხოვნა საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ. ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ უკრაინულმა სამსახურმა გაავრცელა.
უწყების ცნობით, 2014 და 2015 წლებში თბილისმა მიმართა უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის მოთხოვნით, რაზეც 2015 წლის მარტის შემოწმების შემდეგ უკრაინის გენერალური პროკურატურისგან უარი მიიღო.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა უკრაინას, კერძოდ იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, მსგავსი მოთხოვნით.
18 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ უწყება თანამშრომლობს უკრაინის მთავრობასთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


