პოლიტიკა
2017 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს - აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს 2 189 797 ლარის პრემია გასცა, რაც პრემიებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს 569 797 ლარით აჭარბებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა.
ასევე ნათქვამია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატს, სამსახურს 1 165 335 ლარი აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა დამტკიცებული არ არის, ისევე, როგორც ხელფასზე დანამატი, რომელიც გასულ წელს სამსახურმა 3 253 349 ლარის ოდენობით შესაბამისი დასაბუთების გარეშე გასცა.
„2017 წელს მოქმედი რედაქციით, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანებით არ მოითხოვებოდა ხელფასზე დანამატის გაცემის დასაბუთება. შესაბამისად, 2017 წელს 3 253 349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე. 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წელს, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანება ვერ უზრუნველყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ანაზღაურების ფორმის ანალოგიური პრაქტიკის დამკვიდრებას, როდესაც დანამატი გაიცემა მოსამსახურის მიერ ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის დასაბუთების შემთხვევაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 8 თებერვალს N780 ბრძანებაში შესული ცვლილებით, აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა და განისაზღვრა დანამატის გაცემის კრიტერიუმები და გასაცემი თანხის ზედა ზღვარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


