პოლიტიკა
2015 წელს პროკურატურასა და შსს-ში განხორციელებული რეფორმები, არ იყო საკმარისი რომ მიგვეღო დეპოლიტიზირებული უწყებები - სოფო ვერძეული
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ძალოვან სტრუქტურებში რეფორმების ჩატარების პერსპექტივებზე, მრგვალი მაგიდა გამართა.
ცენტრმა სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და გამოწვევებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.
ერთ-ერთი მომხსენებლი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იყო.
როგორც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა მედიას განუცხადა, მთავარი რეკომენდაციებია საპარლამენტო და გარეკონტროლის მექანიზმის გაძლიერება, სამართალდამცავების დეპოლიტიზება, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა.
„სამართალდამცავი ორგანოების შემდგომი რეფორმირება იქნება საპარლამენტო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამ მიმართულებით გამოვყოფდით რამდენიმე საკითხს. დეპოლიტიზირების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. 2015 წელს განხორციელებული რეფორმები, როგორც პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მიგვეღო სრულად დეპოლიტიზირებული უწყებები. ასევე პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე და ზოგადად, საპარლამენტო და გარეკონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“,-აღნიშნა ვერძეულმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.
„სანამ არ შეიქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეისწავლის პოლიციელის , სასჯელაღსრულების სისტემის, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“,-აღნიშნა ხატიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


