პოლიტიკა
2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით - გიორგი ონიანი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას უპასუხეს.
მათი შეფასებით, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო სექტორი ჰყავს. არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს 2013 წლის მოვლენებიც შეახსენეს, როდესაც მას პრეზიდენტობის კანდიდატობა სურდა, თუმცა ცესკო არ არეგისტრირებდა და დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს მიმართავდა.
"საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური და ძლიერი არასამთვრობო სექტორი და ის კი, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი და სხვები მას თავს ესხმიან, ეს მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო ადგას თურქმენიზაციისა და აზერბაიჯანიზაციის გზას.
მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ ყოველთვის ობიექტურად ვიდექით სიმართლისა და კანონმდებლობის სადარაჯოზე. 2013 წელს თავად ქალბატონი სალომე არაერთხელ მოგვმართავდა ჩვენ და ჩვენ მას მხარში ვედექით. ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდება, მხოლოდ მას,“ - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო პროცესში არსებულ ვითარებას სუბიექტურად აღიქვამს.
„მგონია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი სუბიექტურად აღიქვამს ზოგადად წინასაარჩევნო პროცესში არსებულ ვითარებას. მე მას შევახსენებ, რომ 2013 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატობა უნდოდა და ცესკო კანონის არასწორი განმარტების გამო, არ არეგისტრირებდა, მაშინ ,,ქართული ოცნება“ მარგველაშვილს უჭერდა მხარს და ქალბატონი ზურაბიშვილი ზუსტად არასამთვრობო სექტორის განცხადებებს იშველიებდა საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად,“ - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო საზოგადოება და მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„სამწუხარო არის, რომ ორი ნაწილი, ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში - ეს ორი რაღაცნაირად ვერ არიან თავიანთი გამოწვევების სიმაღლეზე“, - განაცხადა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


