პოლიტიკა
2012 წლის შემდეგ ხელისუფლების შენახვა გაცილებით ნაკლები უჯდება სახელმწიფოს - სოფო ხორგუანი
მთავარია სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდეს ისე, რომ ხარჯიც შევამციროთ და საქმეც არ დაზარალდეს, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა.
ხორგუანი დადებითად აფასებს სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხს და ფიქრობს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოპტიმიზაციც უნდა მოხდეს დროთა განმავლობაში.
,,არის ცხინვალის და აფხაზეთის მთავრობა, რომლის შენახვაც ბიუჯეტიდან გვიწევს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ სამინისტროების ოპტიმიზაცია, ეს სამსახურები არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალურები და თანხა, რომელსაც ვიხდით, უნდა ვიცოდეთ, რას ვახმართ. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებაროს ენერგეტიკის სამინისტროც. რაც შეეხება დიასპორის სამინისტროს საკითხს, მე ამ გადაწყვეტილებას დადებით ვაფასებ,“ – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


