პოლიტიკა
2012 წელს ჩვენთან არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქციით ჩატარდა და ეს ფაქტი საბოლოოდ დამტკიცდა - მიხეილ სააკაშვილი ახალ აუდიოჩანაწერზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა „კურიერის„ მიერ გამოქვეყნებულ მორიგ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საუბრობდა, თუ როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა.
„ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დროს ლონდონში იყო გაქცეული და მაშინ ეს ფაქტი მოჰყავდათ ერთ-ერთ დამადასტურებელ საბუთად ჩემ მიერ ბიზნესის დატერორების.
ჩხარტიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი 2012 წლის ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის. თავის მხრივ, 2012 წელს ჩვენთან არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქციით ჩატარდა და ეს ფაქტი საბოლოოდ დამტკიცდა. ივანიშვილმა დაუფასა ჩხარტიშვილს და ბიუჯეტის ხარჯზე ქართველი ერის კუთვნილი უამრავი ქონება გადასცა. ეს ყველაფერი დამთავრდება 28 ოქტომბერს“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


