პოლიტიკა
2008 წლის ზაფხულში კეზერაშვილმა მითხრა, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომიო“, უარის შემდეგ, მეორე დილას ჩემი მანქანა აფეთქდა - ირაკლი რუხაძე
2008 წლის ზაფხულში კეზერაშვილმა მითხრა, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომიო“. უარის შემდეგ, მეორე დილას ჩემი მანქანა აფეთქდა, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
რუხაძის თქმით, ეს იყო მისი გაფრთხილება.
„ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ, როცა გვეგონა, შეგვეშვებიან და მარტო „იმედი“ უნდოდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი, დავით კეზერაშვილი დამხვდა. ეს იყო 2008 წლის ზაფხული, რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო ბადრი პატარკაციშვილი. შეხვედრაზე კეზერაშვილმა მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო. ვუპასუხე, რომ „იმედზე“ ინას დაველაპარაკები და მისი გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უარს გეტყვით, „ბორჯომზე“ კი მე გეუბნები უარს-მეთქი. მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა ჩემი ოფისის წინ. ისე აფეთქდა, რომ არავინ დაზიანებულიყო. ოფისის კამერიდან კასეტების ამოღება მოვასწარით. ჩანაწერში ჩანს, რომ ელოდებოდნენ, ხალხი არ ყოფილიყო და ისე აეფეთქებინათ მანქანა. ეს იყო ჩემი გაფრთხილება. ძალიან კარგად ვიცი, იმ დღეებში ვინ გამაფრთხილა, რადგან წინა დღეებში უარი ვუთხარი თავდაცვის მინისტრს „ბორჯომის“ გადაფორმებაზე“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


