პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე საუბრისას თქვა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის თავდაპირველი განცხადება ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა, თუმცა ბოლო განმარტებამ ზუსტად ასახა 2008 წელს განვითარებული მოვლენები.
კობახიძის თქმით, ბოლო განცხადება მმართველი გუნდისთვის მისაღებია.
„იყო პირველი განცხადება, რომელიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლეოდა სხვა მიმართულებით, ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. თუმცა მე არ გავაღრმავებდი ამ თემას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ყველა კანდიდატს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოთქვას, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


