უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2018 14:35
font-size

2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი პრეზიდენტის სახით... ჩვენ დავბომბეთ ცხინვალი - იური მეჩითოვი

„საქართველომ დაიწყო, ზუსტად, პრეზიდენტის სახით“, - კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებით, აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ამის შესახებ მან „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში თქვა.

მისივე მტკიცებით, ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი.

„2008 წელს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ეს პროვოკაცია სააკაშვილის თამადობით, დავბომბეთ ცხინვალი - ქართული ქალაქი. მართალია, მანდ არავინ არ იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ ასეც არ იყო მთლად. და ამ ავანტიურით დაიწყო ეს ომი“, - განაცხადა მეჩითოვმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ანუ, ჩვენ დავიწყეთ ომიო, მეჩითოვმა ასევე შეკითხვით მოუგო: „აბა, არა?“.

„აბა, არა? თქვენ საერთოდ ჭკუაზე ხართ? თქვენ სააკაშვილის გამოსვლები არ გინახავთ? მართლა არ გინახავთ არაფერი? ეს ხომ 10 წლის წინ იყო, არა 200 წლის წინ“, - განაცხადა მეჩითოვმა.

მეჩითოვის მტკიცებით, საქართველოს დადანაშაულება აგვისტოს ომის დაწყებაში მოღალატეობრივი პოზიცია არაა.

„მოღალატეობა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება არის ის, რომ ჩვენ ჯიუტად ვამბობთ, რომ ეს არ იყო ასე. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენ გვაშორებს აფხაზებთან, გვაშორებს ოსეთთან, გვაშორებს ნებისმიერ მოლაპარაკებიდან, ასეთი პოზიცია, როცა ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რაც უკვე დაწერილია, აღიარებულია მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ფოტოგრაფმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი