პოლიტიკა
2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, შენობაში როცა მივედი, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ფეხებით გადადიოდნენ - მაყვალა გონაშვილი
2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ზედ ფეხებით გადიოდნენ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.
მისივე თქმით, მაჩაბელის ქუჩა მთლიანად გადაკეტილი იყო ნიღბიანი ადამიანებით.
„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ ხელისუფლებისგან ბოლოს როცა მივიღეთ წერილი, დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. წარმოებაში როცა არის საქმე, მაშინ რაიმეს აღსრულება არ შეიძლება. ვიდრე წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, რეზო ჩხეიძე, გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ათენებდნენ ღამეებს. საქმე წარმოებაში არის წასულიო, რომ გვითხრეს, პირველად მაშინ დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. 2007 წლის 21 აგვისტოს ღამის 04:00 საათზე მირეკავენ, შენობა გატეხესო. ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა გატეხეს-მეთქი. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ-მეთქი. პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, ადვოკატთან ერთად გადამებარებინა, თუნდაც ეს ქონება. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა კაბინეტიდან. ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. ღამის 04:00 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ, გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და პირველი სართულიდან მესმის საშინელი ხმები. ჩავირბინე და ვხედავ, ფანჯრიდან იყრება ყველაფერი“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


