უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მარტი, 2025 11:30
font-size

1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს - ირაკლი კობახიძე

1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულისჩამდგმელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

„დღეს არის 31 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში. 1991 წლის 31 მარტი იყო უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით და სწორედ, ამ რეფერენდუმს, რამდენიმე დღეში, 9 აპრილს მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 90 %-ზე მეტმა, დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა, შესაბამისად, შედგა ქართველი ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო.

ასევე, დღეს, 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელიც იყო ამ რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 1991 წლის შემდეგ ქვეყანამ გამოიარა ოთხი სხვადასხვა ომი და ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები, თუმცა საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება.

„ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ოთხი სხვადასხვა ომი, ორი სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები და ა.შ. თუმცა, საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მომავალშიც. დამოუკიდებლობას სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს, ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც, ამ წლების განმავლობაში, დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე. განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეწირნენ ომებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ მოქალაქეს და ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.“- განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი