სამართალი
19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბარლდებულს ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარი მამიდაშვილის, 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.
ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
როგორც IPN-ს საქმის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ახალაიას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში.
„მას ბრალი ედება გაუპატიურების მცდელობაში და დამამძიმებელ გარემოებაში განზრაზ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით“, -თქვა ბიბილაშვილმა.
მან გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ბრალდებულის ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ გამოცემას განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ახალაიას ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობს შესახებ დაიდო, თუმცა ბრალდებულის თხოვნის გამო საქმის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
19 წლის ანა ხელაძე 16 ივლისს, უზნაძის ქუჩაზე მოკლეს, მას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს, ფოთში დააკავეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


