სამართალი
19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს
19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
ადვოკატის ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სთხოვა, რომ მედიასთან მისი პოზიციის შესახებ არ ისაუბროს, ამიტომ უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
„ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც მკვლელობას გულისხმობს. აღიარებს თუ არა ბრალს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მთხოვა, მისი პოზიცია არ დავაფიქსირო“, - განაცხადა ოლგა გეჯაძემ.
შეგახსენებთ, 19 წლის გოგო თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


