უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2025 12:42
font-size

„19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა - შალვა პაპუაშვილი

19 აპრილის შეთანხმებად ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა, რომ მედიატორად მომუშავე მეგობრების მიზანი, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ორ მხარეს შორის შუამავლობა – ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ „ენჯეო“ არ ითხოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პოლიტიკური გუნდი არჩევნების გაყალბების მითის ბოლომდე გაბათილებით იყო დაკავებული, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, რაც რადიკალების წახალისების მცდელობა იყო.

„მაშინ, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პოლიტიკური გუნდი არჩევნების გაყალბების მითის ბოლომდე გაბათილებით იყო დაკავებული, 2021 წლის თებერვალში ვიხილეთ გიორგი გახარიას შესრულებით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც, ჯერ ერთ დღეს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა კატეგორიულად მოითხოვა, მეორე დღეს კი, როცა დაპირებისამებრ ეს გადაწყვეტილება უნდა აღესრულებინა ერთი სელფი გადაიღო და წავიდა, რაც წარმოსახვით ალამუთში გამაგრებული რადიკალების ცეცხლზე ნავთის დასხმა უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის თითქოს ამოუხსნელ ნაბიჯზე პასუხი საზოგადოებამ სულ ახლახან, საგამოძიებო კომისიის მიერ მისი გამოკითხვის შედეგად მიიღო, როდესაც მას, ტყუილის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მოუწია ეღიარებინა, რომ სახელმწიფოს, ამომრჩევლის, პოლიტიკური გუნდის ღალატის ეს აქტი, რომელსაც ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოეწვია, ერთ-ერთ ელჩთან შეთანხმებული ნაბიჯი იყო. საბედნიეროდ, მისი და მისი მრჩევლის გათვლა, ამჯერადაც მცდარი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო სახიფათო ფორმებს მიიღებდა.

„2021 წლის გაზაფხულზე „ქართული ოცნება“ დათანხმდა შარლ მიშელის შუამავლობით წარმართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც პარტიების მცირე ნაწილთან შეთანხმებით დასრულდა. სხვათა შორის, „19 აპრილის შეთანხმებად“ ცნობილ დოკუმენტზე მუშაობის პროცესშივე გამჟღავნდა ნიშანდობლივი ფაქტორიც. აღმოჩნდა, რომ მედიატორად მომუშავე ევროპელი და ამერიკელი მეგობრები საკუთარ მანდატს თავისებურად აღიქვამდნენ და მათი მიზანი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ორ მხარეს შორის შუამავლობა. შეთანხმების ტექსტში ჩნდებოდა პუნქტები, მაგალითად გენერალური პროკურორის არჩევისთვის კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, რასაც იქ და მაშინ არცერთი პარტია თუ „ენჯეო“ არ ითხოვდა. როდესაც ეს პუნქტი შეთანხმების პროექტში ამოვიკითხე, იქვე დავუსვი კითხვა მედიატორებს, თუ ვისგან მოდიოდა ეს საკითხი. პასუხად დუმილი იყო. მოგვიანებით ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს და „ენჯეობსაც“ ჩავეძიე. ყველა უარყოფდა, რომ მათ ეს მოთხოვნა დააყენეს. ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომ ის ვინც თავს მიუკერძოებელ შუამავლად გვაჩვენებდა, სინამდვილეში საკუთარი დღის წესრიგით მოქმედი პოლიტიკური აქტორი იყო. ეს ეპიზოდი უცხო გავლენისა და ინტერესის კარგად დოკუმენტირებულ შემთხვევად იქცა, რომლის მომსწრეც და მონაწილეც თავად ვარ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი