საზოგადოება
170 ათასამდე ადამიანი იყო ვისაც კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ინფორმაცია დაახლოებით 95 ათასზე წარმოადგინეს - გიორგი კაკაურიძე
ჩვენი ბაზიდან ჩანდა, რომ დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა დაახლოებით 95 ათას ადამიანზე წარმოადგინეს ინფორმაცია, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილეს 1200 ლარიანი კომპენსაციების გაცემისა და ბენეფიციარების იდენტიფიცირების შესახებ კითხვა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა დაუსვა.
„იდენტიფიცირება მარტივი იყო, თუმცა კომპანიებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაცია. ამაზე არაერთი განცხადების გაკეთება დაგვჭირდა, როგორც პრემიერის მხრიდან, ასევე ჩვენი, შემოსავლების სამსახურის მხრიდან. კომპანიების ნაწილმა არ წარმოადგინა ინფორმაცია. რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა, დაახლოებით 170 ათასი ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და ანუ ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს ნახევრად, შეიძლება ითქვას, დაახლოებით 95 ათას ადამიანზე. ბევრი კითხვა გაუჩნდათ კომპანიებს – არ გამიშვია სამსახურიდან და მომავალში ავუნაზღაურებ… ანუ სამსახურიდან ძალიან ბევრმა არ გაუშვა, უბრალოდ ხელფასი ვეღარ მისცა და რადგან არ გაუშვეს, მიიჩნიეს, რომ არ უნდა შემოეტანათ განცხადება. ამ საკითხზე rs.ge-ს მეშვეობით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდეთ და ვფიქრობთ, მაისის ხელფასებში ნათლად გამოჩნდება და მონაცემი, რაც გვაქვს, გაორმაგდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


