უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივლისი, 2017 14:15
font-size

16 ივნისის შემდეგ გამოძიების მასალების გაცნობის საშუალებას არ გვაძლევენ - მუხთარლის ადვოკატი გიორგი მღებრიშვილს პასუხობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მუხთარლის ადვოკატს გამოძიების მასალები გადაეცა. ჩოფიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ 16 ივნისის შემდეგ გამოძიების არც წერილობითი, არც ვიდეომასალის გაცნობის საშუალება არ ჰქონდა.

მუხთარლის ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, მღებრიშვილი არ იყოს ინფორმირებული გამოძიების პროცესის შესახებ.

„აფგან მუხთარლის საქმის წერილობითი მასალების ერთჯერადად გაცნობის უფლება 13 ივნისს მომეცა, ასევე ერთჯერადად 16 ივნისს, ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა გამოძიებას.

ამ მომენტისთვის გამოძიებას ჰქონდა 8 ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი (ჯამში დაახლოვებით 60 საათი). ძირითადი ვიდეომასალა ამოღებული იყო ბარათაშვილის ქუჩისა და მიმდებარე სათვალთვალო კამერებიდან, ვინაიდან ეს ვიდეომასალა ვერ უზრუნველყოფდა გამოძიების ინტერესებს, ასევე, ჩანაწერების ამოღება დაწყებული იყო 6 ივნისს (დაგვიანებით), ასევე, მოგროვებული იყო ასობით მოწმეთა ჩვენება, ვისაც არაფერი არ გაუგია და დაუნახავს (არარაციონალურად იხარჯებოდა გამომძიებლების დრო). სწორედ ამ ფაქტებმა ჩემი გაკვირვება გამოიწვია და წერილობით მოვითხოვე ნიაღვარის ქუჩის მიმდებარედ, აეროპორტის გზატკეცილსა და ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ვიდეოჩანაწერების ამოღება და ანალიტიკური დამუშავება.

16 ივნისიდან დღემდე, უშედეგოდ ვითხოვ, გადმომეცეს საქმის მასალების ასლები და მათ შორის ვიდეოჩანაწერების ასლები. 16 ივნისიდან, არ გვაძლევენ დამატებით საქმის გაცნობის შესაძლებლობასაც. ამ ფონზე, შსს მინისტრის განცხადება, რომ „ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს.“ მიუთითებს, რომ ის ან არ არის სრულად ინფორმირებული ან, გამოძიება მხოლოდ გამოძიებისათვის ტარდება“, - დაწერა ჩოფიკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლის საქმეში შსს-ის თანამშრომელთა შესაძლო ჩართულობის გამო, გამოძიებას მღებრიშვილის უწყება არ უნდა ახორციელებდეს.

„არასდროს არც მე და არც დაზარალებულ მხარეს არ გვქონია ილუზია, რომ გამტაცებლები ვიდეოკამერის წინ განახორციელებდნენ გატაცებას და ეს ასახული იქნებოდა სათვალთვალო კამერების მიერ.

ვიდეოჩანაწერების ანალიტიკური დამუშავებით უნდა დადგინდეს სატრანსპორტო საშუალება და მგზავრების ვინაობა, რომლებიც ფიქსირდება ნიაღვრის ქუჩის მიმდებარედ და შემდგომ აეროპორტის გზატკეცილის მიმართულებით საგარეჯომდე, პარალელურად, უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიული საქმიანობა, უნდა არსებობდეს პასუხი, მოხდა თუ არა კონკრეტული ვიდეოჩანაწერის განადგურება და ა.შ. და ა.შ. ვინაიდან, დაზარალებულის განცხადებით, აქ, შესაძლოა, გარეული იყვნენ შსს-ის თანამშრომლები, ვინაიდან, საზღვრის სამსახურმა არაფერი არ იცის, როგორ გადალახა საზღვარი დაზარალებულმა, ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია“, - დაწერა ადვოკატმა სოციალურ ქსელში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი