საზოგადოება
16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, 18 დეკემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 დეკემბერს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 16 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია, მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია, მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


