უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 ივლისი, 2017 17:45
font-size

14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენაზე, შესაძლოა, გარკვეული რეგულაცია დაწესდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელების საჭიროებას ხედავს.

”არასრულწლოვანთა დანაშაულის და ზოგადად, ბავშვებში კრიმინალურ ქცევებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევას ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნების მხრიდან, რომლებმაც იციან, რომ მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ადგილი აქვს გარკვეული დანაშაულის ჩადენას. მაგალითად, იგივე სკოლებში, ტელეფონის წართმევასა და დაჩაგვრაზე არის საუბარი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არის პრობლემები, თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია და არც თუ ისე დიდი მოქნილობა გვაქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის. ძირითადად საუბარი არის მხოლოდ საინფორმაციო პრევენციულ ახსნა-განმარტებით სამუშაოზე, რომელსაც სამწუხაროდ ეფექტი არ აქვს.

კარგი იქნება შემდგომში პარლამენტის ფარგლებში პარლამენტმა აიღოს ინიციატივა და ერთობლივად იმუშაოს იმ პრობლემაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ არასრულწლოვნების მიმართ უფრო მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყოს”, - განაცხადა ხუციშვილმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი