უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 აგვისტო, 2025 11:48
font-size

13 წლის შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება - სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს - ეკა ბესელია

13 წლის შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება - სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს, - ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ, აქციაზე დაკავებული 11 პირიანთა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ბესელია აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს იცავს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა გადასული, დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს ეკა ბესელიაც.

„გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავს მივეცი, რომ ვიდრე სასამართლო არ იქნებოდა თავისუფალი, ვიდრე არ დავინახავდი, რომ ამ მიმართვას ექნება ის სამართლებრივი ღირებულება, რომელიც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისუფლების სახით, არ მივმართავდი არასდროს მოსამართლეს დარბაზში. რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება? ამის მიზეზია სინდისის პატიმრების გასაოცარი სიმტკიცე და მათი ის თავისუფლება, რომელიც ჩემთვის არის მთავარი მოტივაცია. მიმაჩნია, რომ ჩემს განწყობაზეც თუ სურვილზე უფრო მაღლა დგას ამ ადამიანების ფაქტორი. ეს არის ჩემთვის მთავარი მოტივაცია. სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს. სამართლებრივი ანალიზი ძალიან ძლიერი გვაქვს. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ დღეს 26 რიცხვია და 26 არგუმენტი მოვუმზადეთ მოსამართლეს. ყველა მათგანი ცალ-ცალკე რომ დაფიქრდეს, საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის.

მთავარი, რაც მინდა, დავანახო, სრული სურათია. სამართალი არ იზომება მხოლოდ ვიწროდ და იმ რაღაც კონკრეტული დეტალებით. დიდ სურათში არის დასანახი, რატომ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე არამარტო ამ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ევროპული მომავალიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი