სამართალი
13 წლის მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მოზარდზე თავდასხმის ფაქტზე და აზერბაიჯანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
წარდგენილი ბრალის თანახმად, მას ბრალად ედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მცდელობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
საქმე ეხება, თბილისში, 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა, ლიფტის კაბინაში, 13 წლის არასრულწლოვანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, დაუჭირა თავი და ცერა თითებით აწვებოდა თვალებზე, ურტყამდა ხელებს თავის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში, ასევე ხელით დაუზიანა მარცხენა ლოყა, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
მოზარდის დახმარება, სადარბაზოში, ბავშვის ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს.
“დაზარალებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ ჰყავს ოჯახი და პარალელურად აქვს კავშირები სხვა სახელმწიფოსთან, მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით , სასამართლომ გ.რ.-ს მიმართ, პატიმრობა გამოიყენა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


